სახლის დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი სიმყუდროვის დასაცავად! შენზე მორგებული პოლისით შეძლებ, დააზღვიო როგორც სახლი, ასევე მისი შიგთავსიც.
ბინა, კერძო სახლი, აგარაკი
სხვადასხვა სახის კონსტრუქციული ელემენტები
შენობის შიდა მოპირკეთება
ავეჯი: სკამი, სავარძელი, მაგიდა, კარადა, საწოლი და ა.შ.
საყოფაცხოვრებო და მობილური ტექნიკა
საყოფაცხოვრებო ნივთები და საინჟინრო მოწყობილობები
მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირს აუნაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეული იქნება შენს სახლში დამდგარი შემდეგი რისკებისგან:
სახლის დაზღვევა გიცავს იმ რისკებისგან, რომლებიც შესაძლებელია დადგეს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას.
თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა გაჩენილი ღია ცეცხლით, ანაზღაურდება ხანძრის შედეგად გამოწვეული ხარჯები.
თუ დაზღვეული სახლი გაზქურის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლის აფეთქების შედეგად დაზიანდა, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა ატმოსფეროში ბუნებრივი გიგანტური ელექტრონული განმუხტვის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა მიწისძვრის ბიძგების შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა ან დაიკარგა შეღწევით ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და ვანდალიზმის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ დაზღვეული სახლი დააზიანა იმ პირმა, რომელიც დაზღვეულ ობიექტზე მოხვდა შენი ან შენი ოჯახის წევრის თანხმობის/ნებართვის გარეშე, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა წყალ-საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა შტორმის, ქარიშხლის, გრიგალის, სეტყვის, წყალდიდობის, მეწყრის, ზვავის ჩამოწოლის ან უხვთოვლიანობის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.
თუ შენს სახლს აზღვევ და მას აქირავებ, შეგიძლია დაამატო:
მოიჯარის პასუხისმგელობის დამატების შემთხვევაში, დაცული იქნები, თუ დამქირავებელი შენს ბინას დააზიანებს
მეიჯარის პასუხისმგებლობის დამატების შემთხვევაში, დაცული იქნები, თუ თქვენს ბინაში არსებული ქონების გამოყენებისას დამქირავებელი დაზიანდება
საიჯარო შემოსავალის დაზღვევის დამატების შემთხვევაში აგინაზღაურდება ის ზარალი, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის გამო დაკარგავთ
დაგვიტოვე შენი ნომერი და დაზღვევის მენეჯერი დეტალურ პირობებს გაგაცნობს
სახლის დაზღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა უამრავი კითხვა დაგებადოს. კითხვები კი ძირითადად შემდეგია:
დასაზღვევი ქონების მშენებლობა დასრულებული უნდა იყოს. შესაძლებელია ისეთი ქონების დაზღვევაც, რომელიც დასრულებულია, მაგრამ ამონაწერში ფიქსირდება როგორც მშენებარე.
სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევ. თუმცა, როცა დაასრულებ, შეგიძლია მაშინვე მოგვმართო.
სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში
შენ შეგიძლია დააზღვიო სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნება ნებართვა მესაკუთრისგან.
სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლია ერთიანად, 6 თვეში ერთხელ, კვარტალურად.
სადაზღვევო კონტრაქტი იდება 1 წლის ვადით.
ამ სამი დაფარვიდან ნებისმიერის დამატება შეგიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყიდულობ ძირითადი ქონების დაზღვევას (კარკასს, რემონტს, შიგთავსს)
დიახ, შესაძლებელია
ავარიული სტატუსის მქონე ბინა, კერძო სახლი, რომელიც არ გამოიყენება საცხოვრებელი მიზნებისთვის.
შეინარჩუნე სიმშვიდე!
შეატყობინე 112-ს შემთხვევის შესახებ!
შეგვატყობინე შემთხვევის შესახებ!
2 444 999
დაგვიტოვე შენი ნომერი და დაზღვევის მენეჯერი დეტალურ პირობებს გაგაცნობს