დაზღვევა შენი სახლისთვის

დაგვიტოვე შენი ნომერი და ჩვენი დაზღვევის მენეჯერი დეტალებს გაგაცნობს

რა არის სახლის დაზღვევა?

სახლის დაზღვევა არის საუკეთესო გზა შენი სიმყუდროვის დასაცავად. შენზე მორგებული პოლისით შეძლებ დააზღვიო როგორც სახლი, ასევე მისი შიგთავსიც.

შენ შეგიძლია დააზღვიო :
სახლი

ბინა, კერძო სახლი, აგარაკი

კარკასი

სხვადასხვა სახის კონსტრუქციული ელემენტები

რემონტი

შენობის შიდა მოპირკეთება

ავეჯი

საყოფაცხოვრებო ავეჯი: სკამი, სავარძელი, მაგიდა, კარადა, საწოლი და ა.შ.

ტექნიკა

საყოფაცხოვრებო და მობილური ტექნიკა

ნივთები

საყოფაცხოვრებო ნივთები და საინჟინრო მოწყობილობები

დააზღვიე სახლი

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი დაზღვევის მენეჯერი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

რისგან იქნება დაზღვეული შენი სახლი ?

სახლის დაზღვევა გიცავს იმ რისკებისგან, რომლებიც შესაძლებელია დადგეს გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას.

თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა გაჩენილი ღია ცეცხლით, ანაზღაურდება ხანძრის შედეგად გამოწვეული ხარჯები.

თუ დაზღვეული სახლი, გაზქურის ან საშინაო მიზნებისათვის გამოყენებადი გამათბობლის, აფეთქების შედეგად დაზიანდა, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა ატმოსფეროში ბუნებრივი გიგანტური ელექტრონული განმუხტვის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა მიწისძვრის ბიძგების შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა ან დაიკარგა შეღწევით ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და ვანდალიზმის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული სახლი დააზიანა იმ პირმა, რომელიც დაზღვეულ ობიექტზე მოხვდა შენი ან შენი ოჯახის წევრის თანხმობის/ნებართვის გარეშე, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა წყალ-საკანალიზაციო სისტემის მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

თუ დაზღვეული სახლი დაზიანდა შტორმის, ქარიშხლის, გრიგალის, სეტყვის, წყალდიდობის, მეწყრის, ზვავის ჩამოწოლის ან უხვთოვლიანობის შედეგად, გამოწვეული ხარჯები დაზღვევით დაიფარება.

მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა

მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში მესამე პირს აუნაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეული იქნება შენს სახლში დამდგარი შემდეგი რისკებისგან:

  • ხანძარი
  • აფეთქება
  • დატბორვა

დააზღვიე სახლი

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი დაზღვევის მენეჯერი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

ხშირად დასმული კითხვები

სახლის დაზღვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა უამრავი კითხვა დაგებადოს. კითხვები კი ძირითადად შემდეგია:

არა, დასაზღვევი სახლი უნდა იყოს ექსპლოატაციაში შესული

სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას სახლს ვერ დააზღვევ. თუმცა, როცა დაასრულებ, შეგიძლია მაშინვე მოგვმართო.

სადაზღვევო თანხა ჩაირიცხება მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღეში

შენ შეგიძლია დააზღვიო სხვის საკუთრებაში არსებული სახლი, თუ გექნება ნებართვა მესაკუთრისგან.

სადაზღვევო პრემიის გადახდა შეგიძლია - ერთიანად, 6 თვეში ერთხელ, კვარტლურად, ყოველთვიურად.

სადაზღვევო კონტრაქტი იდება 1 წლის ვადით.

როგორ უნდა მოვიქცე სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?

01

შეინარჩუნე სიმშვიდე!

02

შეატყობინე შემთხვევის შესახებ 112-ს

03

შეგვატყობინე შემთხვევის შესახებ
2 444 999

დააზღვიე სახლი

შეიყვანე საკონტაქტო ნომერი და ჩვენი დაზღვევის მენეჯერი დაგეხმარება შენს სახლზე მორგებული პოლისის შერჩევაში.

ზემოთ